ამ გვერდის ამობედვა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსი მამაკაცს აღმოაჩნდა, რომელიც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ 30 აპრილს რუსეთის ფედერაციიდან შევიდა.

 

„ის კარანტინში იმყოფებოდა, რა დროსაც დაუფიქსირდა ტემპერატურა და ვირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი ინფექციურ დაავადებათა კლინიკაში იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული,“- აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის მთავარი სანიტარული ექიმი მარინა კოჩიევა.

 

მისივე თქმით, დაინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი გამოვლენია და იზოლაციაში იმყოფებიან.

წაკითხვა 540 ჯერ