"დიდხანს ელოდა საქართველო ცხინვალში კორონავირუსის დადასტურებას, ერთ რაზმად შეიკრიბა ყველა, „ნაცი“ და „მეოცნებე“, გაერთიანებული ბოღმაში!"
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის თქმით, მათი „მეზობელი საქართველო“ დიდხანს ელოდა როდის დაფიქსირდებოდა ცხინვალში კორონავირუსის შემთხვევა და ეს დღეც დადგა.
„როგორ დიდხანს ელოდნენ ისინი ამას და აი, როგორც იქნა მიიღეს საშუალება ბოღმის ამოფრქვევის. ეს ეხება ადგილობრივ „სამოქალაქო აქტივისტებსაც“, რომლებიც საკუთარ პატრონებთან უნისონში მღერიან. ზღვარს ცდება ის ცინიზმი და სიძულვილი, რომლითაც ქართული მედიასაშუალებები ინფორმაციას ავრცელებენ - გამოჩნდა საერთო თემა ოფიციოზისა და ოპოზიციისთვის, ერთ რამზად შეიკრიბა ყველა: „ნაცები“ და „მეოცნებენი“, მემარჯვენეები და მემარცხენეები, ლურჯები და ყავისფრები. აი, ესაა რეალური და ერთიანი საქართველო, გაერთიანებული ბოღმაში! ხელები შორს, საკუთარ პრობლემებს მიხედეთ ბატონებო“,-განაცხადა ე.წ. მინისტრმა.
ცნობისთვის, ბოლო ორი დღის მანძილზე ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსი 11 პირს დაუდგინდა. 7 მათგანი რუსული უნივერსიტეტის სამხედრო კურსანტია.
სიახლეები
- "არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე"
- "სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება" - ნიკოლ ფაშინიანი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
- უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა