ამ გვერდის ამობედვა

"ახალგორს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის საფრთხე ემუქრება"- უჩა ნანუაშვილი

ახალგორს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ განცხადებას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს.

როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსაბრუნის გამშვები პუნქტის დროებით ცალმხრივად გახსნას გეგმავს, რის შემდეგაც ადგილობრივებისთვის გზა მხოლოდ თბილისის მიმართულებით გაიხსნება.

 

მოსახლეობას უკან დაბრუნების უფლება ე.წ. საზღვრის საბოლოოდ გახსნამდე აღარ ექნება.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, ინფორმაცია მაქსიმალურად მიაწოდონ საერთაშორისო პარტნიორებს.

წაკითხვა 534 ჯერ