ამ გვერდის ამობედვა

"შემთხვევის დროს ჩანჩქერში ვბანაობდი, მზად ვარ, გამოძიებას ფოტორობოტის შექმნაში დავეხმარო" - მალხაზ კობაური

რა­ი­ან სმი­ტი­სა და მისი შვი­ლის მკვლე­ლე­ბის ამოც­ნო­ბა შე­მიძ­ლია, რად­გან ისი­ნი და­ვი­ნა­ხე, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ხა­დას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა 19 წლის მწყემსმა, მალ­ხაზ კო­ბა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და.

 

„ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ კო­ბა­ურს რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უგ­ზავ­ნა.

 

რო­გორც 19 წლის მწყემ­სი აცხა­დებს, ის მზად არის, თუკი გა­მო­ძი­ე­ბა და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, მის მიერ დამ­ნა­შა­ვედ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რის ამოც­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს, მათ შო­რის, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას ფო­ტო­რო­ბო­ტის შექ­მნა­ში და­ეხ­მა­როს.

 

"ვი­ღა­ცის­თვის ხომ უნდა და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ და მე და­მაბ­რა­ლეს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, ცხედ­რე­ბის ად­გი­ლი სა­ი­დან ვი­ცო­დი, ვე­ძე­ბე და ქალი და ბავ­შვი ასე ვი­პო­ვე. თა­ვი­დან ჩემი ნე­ბით ვეხ­მა­რე­ბო­დი გა­მო­ძი­ე­ბას, სა­ნამ არ და­მი­წყეს და­ში­ნე­ბა და მუ­ქა­რე­ბი. შემ­დეგ უკვე, რო­გორც თვი­თონ უნ­დო­დათ, ისე აკე­თებ­დნენ ყვე­ლა­ფერს, მე არც კი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ“, - აცხა­დებს მწყემ­სი.

 

შე­კი­თხვა­ზე, სად იმ­ყო­ფე­ბო­და შემ­თხვე­ვის დროს, ბრალ­დე­ბუ­ლის თქმით, ჩანჩქერ­ზე ბა­ნა­ობ­და.

 

„მე ჩანჩქერ­ზე ვბა­ნა­ობ­დი. მერე ორი უცხო კაცი მო­ვი­და და რა­ი­ან სმიტ­თან და მის შვილ­თან მი­მიყ­ვა­ნეს. კა­ციც და ბავ­შიც ჩემი თან­დას­წრე­ბით მოკ­ლეს. ქალი არ ვიცი, სა­დღაც წა­იყ­ვა­ნეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე უცხო პი­რე­ბი იყ­ვნენ და მათ­გან ორის ამოც­ნო­ბა შე­მიძ­ლია, და­ნარ­ჩე­ნის გა­მი­ჭირ­დე­ბა. ბავ­შვი და კაცი ვინც მოკ­ლა, მათი ამოც­ნო­ბა შე­მიძ­ლია. ფო­ტო­რო­ბო­ტის შექ­მნა­შიც შე­მიძ­ლია დახ­მა­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ბრალ­დე­ბუ­ლი.

წაკითხვა 933 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 20 2018

სიახლეები