ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში ბანკი დააყაჩაღეს

სამართალდამცველებმა დააკავეს 2000 წელს დაბადებული პირი, რომელსაც ქუთაისში მომხდარ ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ედება ბრალი. 

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალის შენობაში შეიჭრა, პისტოლეტის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაკითხვა 806 ჯერ