"მინდა ხალხმა იცოდეს, რა მოხდა 26 მაისს" - რა ბრძანება გასცა მიხეილ სააკაშვილმა
მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას 26 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და განმარტება გააკეთა.
როგორც ექსპრეზიდენტი ამბობს, მიმდინარე მოვლენების დროს, მხოლოდ ერთადერთი ბრძანება გასცა და ეს დემონსტრანტების ტერიტორიიდან მაქსიმალურად გაყვანას ეხებოდა.
"მე მინდა ხალხმა იცოდეს, 26 მაისს რა იყო. 26 მაისს მოხდა მანქანის დაჯახება პოლიციელზე, თათუხაშვილზე. ჩაითვალა, რომ მკვდარი იყო, იმიტომ რომ პროტესტანტების მანქანამ გადაუარა. პოლიციამ მართლა დაკარგა კონტროლი და მათმა უფროსებმაც დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე, არაფერი განკარგულება არ ყოფილა. რაც იყო ცუდი, ჩაკეტილი იყო ორივე მხრიდან ეს მოედანი. თემურმა (ჯანაშიამ) დამირეკა, რომ ძალიან ცუდი სიტუაცია არის, პოლიცია არის გავეშებული, უფროსებს აღარ ემორჩილება, იმიტომ რომ თავისიანი მოუკლეს და რა ვქნათო?
რაც შეგვიძლია ვქნათ არის ის, რომ გავუხსნათ ახალგაზრდობის სასახლის ბაღი, რომ გამოარიდოთ ყველა და გავიყვანოთ ყველა აქედანო, და მე ვუთხარი, რომ დაუყოვნებლივ, ყველა დემონსტრატი გაიყვანეთ, გაარიდეთ, ყველა მიმართულებით გაიქცნენ, რაც არის შენს სფეროში, ახლავე გააკეთე-მეთქი. აი ეს არის ის ერთადერთი ბრძანება, რომელიც მე გავეცი 26 მაისზე," - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- "ქვეყნის გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი და მშვიდობიანი დემონსტრაციები"
- "ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა, საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო - ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება ჩაკეტვა"
- "კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი, კანონი არ არის ირაკლი კობახიძე, კანონი არის კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხი"
- "საჭიროა აშშ-სთან მუშაობა, დიალოგი და საუბარი" - ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენების წერილზე
- "ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა და ამისთვის ყველაფერი კეთდება" - პრემიერი