ამ გვერდის ამობედვა

გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად 10-მდე მანქანა დაზიანდა

გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე მანქანა დაზიანდა, მათ შორის - ერთი ავტობუსი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

რამ გამოიწვია ავარია, უცნობია. თბილისის სატრანსპორტო სამსახურში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტობუსის მძღოლი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. მათი ინფორმაციით, მძღოლს გარეგანი დაზიანებები არ აქვს და უტარდება კვლევები.

წაკითხვა 176 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 18 2022