ამ გვერდის ამობედვა

ზუგდიდში არასრულწლოვანი მოკლეს

 ზუგდიდში, 15 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

მოზარდებს შორის გარჩევა რკინიგზის სადგურის უკან, მესხიას ქუჩაზე, ხიდთან მდებარე სპორტულ მოედანზე მოხდა, სადაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთმა ახალგაზრდამ კი 15 წლის ს.მ.-ს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა. 

 

ამის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ, მძიმედ დაჭრილი ს.მ. კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მხოლოდ მისი გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს. 

 

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

 

რამდენიმე მოზარდი, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, პოლიციამ უკვე დააკავა.

წაკითხვა 213 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 21 2022