ამ გვერდის ამობედვა

თბილისში მკვლელობა მოხდა

თბილისში პოლიციელი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

 

სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სსსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოს შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

წაკითხვა 245 ჯერ