თბილისში სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი გამოავლინეს
ფინანსთა სამაინისტრის საგამოძიებო სამსახურის ინფორამაციით თბილისში მოქმედი სავარაუდო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლ-ცენტრი გამოავლინეს. უწყების უთანახმად თბილისში მოქმედი ე.წ. ქოლ-ცენტრის ოფისი, იქ დასაქმებული 20-მდე თანამშრომლის მეშვეობით ახორციელებდა საეჭვო საქმიანობას.
„ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ასევე დაყადაღებული იქნა „ქოლ-ცენტრის“ ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 180-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით (თაღლითობა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და გადასახადისთვის თავის არიდება) რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით",- ნათქვამია ფინანსთა სამაინისტრის საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები თბილისში არაერთხელ ჩატარებულა. თაღლითურ სქემაში მონაწილეობის გამო არიან დაკავებულები.
ხელისუფლების წარმომადგენლები ე.წ. ქოლცენტრებს აკავშირებენ საქართველოს წინა ხელისუფლების თანამდებობის პირებთან, ოპოზიცია კი მთავრობის მოქმედი წევრების ჩართულობაზე საუბრობს.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე