ამ გვერდის ამობედვა

ცოლზე მუქარის ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ცოლზე მუქარის ბრალდებით დააკავა. მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ვერსიით, დანაშაული რამდენიმე დღის წინ, 23 თებერვალს მოხდა. კაცმა აზარტულ სათამაშოებში თანხა წააგო, სახლში დაბრუნების შემდეგ კი ცოლთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც მოკვლით დაემუქრა.

 

„დაზარალებულს ყველა შემთხვევაში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა“, - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

 

წაკითხვა 132 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 02 2024