ამ გვერდის ამობედვა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ფაქტზე მოზარდია დაკავებული

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ფაქტზე მოზარდია დაკავებული.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.

 

მისივე ინფორმაციით, ამოღებულია მობილური ტელეფონი, რომლის ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

„აქ პირადი ინტერესი არ იკვეთება. დაკავებულია რიგითი მოქალაქე, რომელმაც ვიდეო „იუთუბიზე“ ატვირთა. არ იკვეთება შემკვეთი.

როგორც ცნობილია, ამ საქმის ფარგლებში არაერთი პირი დავაკავეთ და სამწუხაროა, როდესაც საზოგადოების და ზოგიერთი პარტიის მხრიდან ისმის მოწოდებები იმის შესახებ, თითქოს გარკვეული ქმედებები არ უნდა ისჯებოდეს, რომ თითქოს გადაგზავნა არის უფრო ნაკლები დანაშაული, ვიდრე „იუთუბიზე“ ატვირთვა. ამ ადამიანებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ეს შეიძლება დანაშაულის წამახალისებელი აღმოჩნდეს. შენახვა, გადაგზავნა, ატვირთვა ეს არის დანაშაული და როგორც კი ასეთი ფაქტი მოხდება, სამინისტრო რეაგირებას მოახდენს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

წაკითხვა 861 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 27 2019