ამ გვერდის ამობედვა

სამგზავრო და საბარგო მიკროავტობუსის შეჯახებისას რვა ადამიანი დაშავდა

კურორტ ლიკანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს სამგზავრო და საბარგო მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსს მგზავრები გადაყავდა. ინციდენტისას დაშავდა 8 ადამიანი.

 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო , რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

წაკითხვა 445 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 01 2020