რა ნომერზე უნდა დარეკოს პაციენტმა თუ კლინიკა მის მიღებაზე უარს აცხადებს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პაციენტმა, რომელსაც კლინიკა მიღებაზე უარს ეუბნება, პრეტენზიის დასაფიქსირებლად 15 05-ზე უნდა დარეკოს.
მინისტრის თქმით, არავის აქვს უფლება, პაციენტი კლინიკის გარეთ დატოვოს.
ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ ზარზე დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება.
,,პაციენტს აქვს უფლება დარეკოს 15 05-ზე, ეს ზარი იწერება, შესაბამისად, მოხდება დროული რეაგირება, როგორც რეგულირების სააგენტოს მხრიდან, ასევე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. ჩვენ ნამდვილად უზრუნველვყოფთ ყველა პაციენტის უსაფრთხოებას და მის განთავსებას საჭირო ლოკაციაზე. არავის აქვს უფლება, პაციენტი დატოვოს კლინიკის გარეთ," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით