ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი

თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ოც­ნე­ბობს ისეთ მე­გო­ბარ­ზე, რო­მელ­საც შუ­ა­ღა­მი­სას და­უ­რე­კავს, გულს გა­და­უშ­ლის, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს ან­დობს და მის­გან გო­ნივ­რულ რჩე­ვას მი­ი­ღებს. თუმ­ცა, რა­ტომ არის, რომ ზოგ­თან სა­ერ­თო ენას წა­მი­ე­რად ვპო­უ­ლობთ, სხვებ­თან კი შე­ხე­ბის წერ­ტი­ლი სა­ერ­თოდ არ გვაქვს?

გა­მოც­დილ ას­ტრო­ლოგს ადა­მი­ა­ნის ნა­ტა­ლუ­რი რუ­კის მი­ხედ­ვით შე­უძ­ლია მისი პი­როვ­ნე­ბის სრუ­ლი სუ­რა­თის და­ნახ­ვა და არა მხო­ლოდ იდე­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რის, არა­მედ სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის შერ­ჩე­ვაც. რა თქმა უნდა, თავ­სე­ბა­დო­ბის ყო­ვე­ლი ჰო­როს­კო­პი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით ით­ვლე­ბა, თუმ­ცა არ­სე­ბობს ზო­გა­დი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნიშ­ნის­თვის რე­ლე­ვან­ტუ­რია.

ვერ­ძი

ასეთ მე­გო­ბარ­თან ერ­თად თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ წახ­ვი­დეთ დაზ­ვერ­ვა­ზეც და ბრძო­ლა­შიც. ვერ­ძი მუ­დამ მზად არის, გა­თხო­ვოთ კაბა წვე­უ­ლე­ბის­თვის, მოგ­ცეთ ბრძნუ­ლი და­რი­გე­ბა ან მი­ხე­დოს თქვენს ში­ნა­ურ ცხო­ველს შვე­ბუ­ლე­ბის დროს. მთა­ვა­რია, არ და­არ­ღვი­ოთ მისი უფ­ლე­ბა - იყოს პირ­ვე­ლი ყვე­ლა­ფერ­ში, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კონ­კუ­რენ­ცი­ამ შე­საძ­ლოა თქვე­ნი მე­გობ­რო­ბა და­ან­გრი­ოს.

ვერ­ძე­ბის­თვის უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა ისე­თი­ვე ამ­ბი­ცი­უ­რი პი­როვ­ნე­ბე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ყოფ­ნა, რო­გო­რიც თა­ვად არი­ან. იგი მუ­დამ გა­მო­ე­სარ­ჩლე­ბა ლომს, თუკი ვინ­მე მის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას შე­ლა­ხავს, მშვილ­დო­სან­თან ერ­თად სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ემ­გზავ­რე­ბა ქვეყ­ნი­ე­რე­ბის და­სას­რულს და ყო­ველ­თვის გა­მო­ნა­ხავს სა­ერ­თო თე­მას სხვა ვერძთან.

კურო

კურო პირ­ვე­ლი­ვე შემ­ხვედრთან არ იხ­სნე­ბა. მე­გობ­რის შერ­ჩე­ვი­სას ეს ნი­შა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ სიფრ­თხი­ლეს იჩენს და პო­ტენ­ცი­ურ კან­დი­დატს სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ზე უკეთ ამოწ­მებს. კუ­რო­ე­ბი ვერ იტა­ნენ დაგ­ვი­ა­ნე­ბას და მათი დრო­ის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას, ამი­ტომ მათ­თვის სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - კუ­რო­ე­ბი, თხის რქე­ბი და ქალ­წუ­ლე­ბი არი­ან.

ქალ­წუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით გაჰ­ყვე­ბა კუ­როს ძვი­რა­დღი­რე­ბულ რეს­ტო­რან­ში, თუმ­ცა არა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის­თვის ლა­მა­ზი ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად, არა­მედ იმი­ტომ, რომ იქ ნამ­დვი­ლად გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბია. თხის რქე­ბი ამ სა­კი­თხებ­ში უფრო ას­კე­ტუ­რე­ბი არი­ან; მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სად ჩა­ტარ­დე­ბა მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რა - ისი­ნი კუ­როს სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის­თვის აფა­სე­ბენ.

ტყუ­პე­ბი

ტყუ­პებს სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა ზო­დი­ა­ქოს ნე­ბის­მი­ერ ნი­შან­თან შე­უძ­ლი­ათ, თუმ­ცა მათ­თვის ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი მა­ინც სა­ჰა­ე­რო სივ­რცეა. ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არა მხო­ლოდ ნი­ჭი­ე­რი მთხრო­ბე­ლე­ბი, არა­მედ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მსმე­ნე­ლე­ბიც არი­ან.

მათ შე­უძ­ლი­ათ დიდ­ხანს ის­მი­ნონ ინ­ფორ­მა­ცია კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი სას­წო­რის­გან, და­თან­ხმდნენ მერ­წყუ­ლი ს ნე­ბის­მი­ერ თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ ავან­ტი­უ­რას და, რა თქმა უნდა, მუ­დამ ერთ ტალ­ღა­ზე იქ­ნე­ბი­ან სხვა ტყუ­პებ­თან.

კირჩხი­ბი

კირჩხი­ბებს ზურ­გში ლახ­ვრის ჩა­ცე­მის ეში­ნი­ათ, რის გა­მოც ნაც­ნო­ბო­ბი­სას მე­ტად პრე­ტენ­ზი­უ­ლე­ბი არი­ან. თუმ­ცა, თუ კირჩხიბ­მა გული გა­და­გი­შა­ლათ, გი­ლო­ცავთ - თქვენ ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი და სა­ი­მე­დო მე­გო­ბა­რი შე­ი­ძი­ნეთ. წყლის სტი­ქი­ის ამ ნი­შანს შე­გიძ­ლი­ათ შუ­ა­ღა­მი­სას და­ურ­ე­კოთ, თუ საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა მი­გა­ტო­ვათ ან უბ­რა­ლოდ თავი მარ­ტოდ იგ­რძე­ნით.

კირჩხი­ბი მო­გი­დუ­ღებთ ცხელ ჩაის, გა­გი­მას­პინ­ძლდე­ბათ ტკბი­ლე­უ­ლით და დი­ლამ­დე თქვე­ნი "მე­სა­ი­დუმ­ლე" იქ­ნე­ბა. სხვის ტკი­ვილს ეს ნი­შა­ნი სა­კუ­თა­რი­ვით გა­ნიც­დის. კირჩხი­ბის იდე­ა­ლუ­რი მე­გობ­რე­ბი არი­ან: კირჩხი­ბი, თევ­ზე­ბი და მო­რი­ე­ლი.

ლომი

და­უს­რუ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა უყუ­როთ ცე­ცხლის ალს და ათ­ვა­ლი­ე­როთ ლო­მის ტე­ლე­ფო­ნის წიგ­ნა­კი. ამ ადა­მი­ა­ნებს მე­გობ­რე­ბის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ჰყავთ და არ უშ­ვე­ბენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, კი­დევ უფრო გა­ა­ფარ­თო­ონ კონ­ტაქ­ტე­ბის სია.

თუმ­ცა, ლომ­თან მე­გობ­რო­ბა იოლი რო­დია, რად­გან ეს მე­ფუ­რი ნი­შა­ნი მუ­დამ ცდი­ლობს კვარ­ცხლბეკ­ზე ას­ვლას. ერ­თა­დერ­თნი, ვინც ლო­მის ეგოს იო­ლად აი­ტა­ნენ, არი­ან ვერ­ძე­ბი, ლო­მე­ბი და მშვილ­დოს­ნე­ბი.

ქალ­წუ­ლი

თუ ქალ­წულ­მა მე­გო­ბა­რი აირ­ჩია, ეს სა­მუ­და­მოა. მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ არის მიჩ­ვე­უ­ლი მე­გობ­რე­ბის ხშირ ცვლას და ყვე­ლა­ფერ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს. მე­გობ­რებ­ში ქალ­წუ­ლი სა­ი­მე­დო­ო­ბა­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ერ­თო­ბას აფა­სებს.

ასეთ ადა­მი­ან­თან ერთ ტალ­ღა­ზე იქ­ნე­ბი­ან კუ­რო­ე­ბი, ქალ­წუ­ლე­ბი და თხის რქე­ბი - მათ­თვის, მი­ნი­მუმ, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

სას­წო­რი

მომ­ხიბ­ვლელ და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლურ სას­წორს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მო­ხიბ­ვლა და და­ტყვე­ვე­ბა შე­უძ­ლია. მათ არ უყ­ვართ მარ­ტო­ო­ბა და მუ­დამ ცდი­ლო­ბენ, გარ­შე­მო ხალ­ხი შე­მო­იკ­რი­ბონ.

სას­წორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა "ვი­კი­პე­დი­ის" კი­თხვას ჰგავს - მათ ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან და არ უშ­ვე­ბენ შანსს, სა­კუ­თა­რი ერუ­დი­ცი­ით იბრწყი­ნონ. სას­წო­რის და­უს­რუ­ლე­ბელ სა­უბ­რებს მხო­ლოდ ჰა­ე­რის ნიშ­ნე­ბი - ტყუ­პე­ბი, სას­წო­რი და მერ­წყუ­ლი - გა­უძ­ლე­ბენ.

მო­რი­ე­ლი

მო­რი­ე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებს რენტგენ­ზე უკეთ "ას­კა­ნე­რე­ბენ" და მა­შინ­ვე ხვდე­ბი­ან, უღირთ თუ არა მათ­თან გზის გაგ­რძე­ლე­ბა. ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბამ­დე წყლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აწონ-და­წო­ნის ყვე­ლა პლუს­სა და მი­ნუსს და გა­და­წყვეტს, რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა მის­თვის ძვირ­ფა­სი დრო­ის მე­გო­ბარ­ზე და­ხარ­ჯვა.

აქ საქ­მე მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას არ ეხე­ბა; მო­რი­ე­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ენერ­გი­ის გაც­ვლა. ღა­ლატ­სა და ტყუ­ილს ეს მკაც­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი არ პა­ტი­ო­ბენ, ამი­ტომ მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნას მე­ოც­ნე­ბე თევ­ზებს, ემო­ცი­ურ კირჩხი­ბებ­სა და სხვა მო­რი­ე­ლებს შო­რის ცდი­ლო­ბენ - ეს სა­მე­უ­ლი მათ ნამ­დვი­ლად არ მო­ა­ტყუ­ებს.

მშვილ­დო­სა­ნი

მშვილ­დოს­ნის­თვის მე­გობ­რო­ბა ამა­ღელ­ვე­ბელ მოგ­ზა­უ­რო­ბას ჰგავს. იგი მზად არის, ჩა­უღ­რმავ­დეს მე­გობ­რის პრობ­ლე­მას და ის თი­თის ერთი დატ­კა­ცუ­ნე­ბით მო­აგ­ვა­როს. ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ფლო­ბენ ამო­უ­წუ­რავ ოპ­ტი­მიზმს, რომ­ლი­თაც ყვე­ლა­ფერს მუხ­ტა­ვენ.

შე­სა­ბა­მი­სად, მშვილ­დოს­ნის­თვის უფრო მარ­ტი­ვია ისე­თი­ვე პო­ზი­ტი­ურ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ცე­ცხლო­ვა­ნი ნიშ­ნის­თვის სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი მი­სი­ვე სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - ვერ­ძი, ლომი და მშვილ­დო­სა­ნი იქ­ნე­ბი­ან.

თხის რქა

თხის რქის მე­გობ­რე­ბის სი­ა­ში მო­სახ­ვედ­რად მკაც­რი "ფე­ის­კონ­ტრო­ლის" გავ­ლაა სა­ჭი­რო. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ემო­ცი­უ­რად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და მა­შინ­ვე ვერ მიხ­ვდე­ბით, მოს­წონ­ხართ თუ არა მათ.

ხში­რად თხის რქე­ბი დის­ტან­ცი­ას იჭე­რენ და პი­რად სივ­რცე­ში მხო­ლოდ რჩე­უ­ლებს უშ­ვე­ბენ - მათ, ვის­შიც ასი პრო­ცენ­ტით არი­ან დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი. თხის რქის იდე­ა­ლუ­რი მე­გო­ბა­რი ისაა, ვინც დრო­სა და საქ­მე­შია გა­მოც­დი­ლი. ხში­რად ისი­ნი სა­ერ­თო ენას კუ­რო­ებ­თან, ქალ­წუ­ლებ­თან და სხვა თხის რქებ­თან პო­უ­ლო­ბენ.

მერ­წყუ­ლი

მერ­წყუ­ლე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან. ისი­ნი არა­სო­დეს დაგ­პა­ტი­ჟე­ბენ პო­პუ­ლა­რულ კა­ფე­ში, პი­რი­ქით ცხე­ნე­ბით გა­სე­ირ­ნე­ბას შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ. ამის შე­სა­ხებ კი მხო­ლოდ ფაქ­ტის წი­ნა­შე დად­გო­მი­სას გა­ი­გებთ.

ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნი­შა­ნი ვერ აფა­სებს მერ­წყუ­ლის ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა­სა და ავან­ტი­უ­რიზმს, თუმ­ცა ჰა­ე­რის ნიშ­ნებს მისი ყვე­ლა იდეა მო­ე­წო­ნე­ბათ. ამი­ტომ, მერ­წყუ­ლის მე­გობ­რებს შო­რის, რო­გორც წესი, ტყუ­პე­ბი, სას­წო­რე­ბი და მერ­წყუ­ლე­ბი ჭარ­ბო­ბენ.

თევ­ზე­ბი

თევ­ზებს ემო­ცი­ე­ბი მარ­თავთ. ისი­ნი სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რე­ბი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბი­ა­ნი, მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი და მე­ოც­ნე­ბე­ე­ბი არი­ან. მათ უჭირთ ემო­ცი­უ­რად ძუნწ თხის რქებ­თან და ხში­რად მერ­ყევ ტყუ­პებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

სა­მა­გი­ე­როდ, თავს კარ­გად გრძნო­ბენ წყლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში. თუ თევ­ზე­ბი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მოხ­ვდნენ, მათ ყო­ველ­თვის შე­უძ­ლი­ათ გული მო­რი­ელს გა­და­უ­შა­ლონ. მზრუნ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი არა მხო­ლოდ ყუ­რა­დღე­ბით მო­უს­მენს და მხარს და­უ­ჭერს, არა­მედ დამ­ნა­შა­ვე­ებ­საც დას­ჯის. თევ­ზე­ბი მხარ­და­ჭე­რას კირჩხი­ბე­ბის­გა­ნაც ყო­ველ­თვის მი­ი­ღე­ბენ.

 

წყარო

წაკითხვა 70 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.