"შეზღუდვები, სავარაუდოდ, დეკემბერსა და იანვარში იმოქმედებს"
კონკრეტულად, რა შეზღუდვები იმოქმედებს, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვები, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო გამოაცხადებს, სავარაუდოდ, დეკემბერსა და იანვარში იმოქმედებს.
„ორი განსაკუთრებული თვე იქნება – დეკემბერი და იანვრის პერიოდი, როცა გარკვეულად ეს შეზღუდვები იმოქმედებს. კონკრეტულად, რა შეზღუდვები იმოქმედებს, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც შეეძლება ხალხს გააცნოს, ეს იქნება საკოორდინაციო საბჭო. შეთავაზება არის ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანების მობილობაზე გავლენას ახდენს, კონკრეტულად რომელ მათგანს შეეხება არ ვიცით. ეს არის იმისთვის, რომ პიკური სიტუაცია გადავიყვანოთ პლატოში", – განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში სრული ლოქდაუნი არ იგეგმება.
სიახლეები
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით