ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 81 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 81 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, კლინიკაში კორონავირუსით 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
„24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 70 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თანმდევი დაავადება ჰქონდა. ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინ მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, 24 საათის განმავლობაში კლინიკიდან ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს, მიიღეს ცხრა ინფიცირებული.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი