"გამორიცხულია, საქართველომ ეს განიხილოს" - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, გამორიცხულია, საქართველომ რუსული ვაქცინის შემოტანა განიხილოს და მასზე გააკეთოს სწორება.
როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ვაქცინის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დგას.
,,მე ასე მიმაჩნია, რომ რუსული ვაქცინა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, არ ვგულისხმობ ტექნოლოგიას, ტექნოლოგიით პირველი ფაზის ეფექტით, როგორც ჟურნალმა "ლანცეტმა" გამოაქვეყნა, ის საკმაოდ კარგად მუშაობს.
მაგრამ აქ მთავარია ვაქცინის უსაფრთხოება. რუსეთი არის სახელმწიფო, სადაც ამ ტიპის ტექნოლოგიური კვლევები არ კეთდება ან თუ კეთდება, მიიჩქმალება და ნებისმიერი თანხის საფასურად შეიძლება გაამართლონ ის, რაც გაუმართლებელია. სამოქალაქო ზედამხედველობა არ არსებობს ამ სახელმწიფოს არც ერთ სფეროზე და არც მეცნიერებაზე. რუსული ვაქცინა გამორიცხულია, რომ საქართველომ განიხილოს, ამას არც ვუშვებ. იქნება კოვაქსის პლატფორმაზე, მოიხმაროს ვლადიმირ პუტინის მეგობარმა ვიქტორ ორბანმა თავის მოსახლეობასთან თურქეთმა და ასე შემდგომ, ჩვენმა სახელმწიფომ რუსულ ვაქცინაზე სწორება არ უნდა გააკეთოს," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,დღის კურიერში".
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან