"ჯანდაცვის პროფესიონალები „რემდესივირის“ დანიშვნას სიფრთხილით ეკიდებიან" - თამარ გაბუნია
„რემდესივირით“ მკურნალობა მიმდინარეობს კარგად, ისევე როგორც ეს დაგეგმილი იყო. გუშინდელი მდგომარეობით, 29 პაციენტზე იყო მოთხოვნა გაკეთებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის პროფესიონალები „რემდესივირის“ დანიშვნას სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან გარკვეული კრიტერიუმები არსებობს, რომლებიც პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, უნდა დაკმაყოფილდეს.
„რემდესივირით“ მკურნალობა მიმდინარეობს კარგად, ისევე როგორც ეს დაგეგმილი იყო. გუშინდელი მდგომარეობით, 29 პაციენტზე იყო მოთხოვნა გაკეთებული. ანუ სიფრთხილით ეკიდებიან ჯანდაცვის პროფესიონალები „რემდესივირის“ დანიშვნას. სიფრთხილეში ვგულისხმობ, რომ არის გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და პაციენტის ინფორმირებული თანხმობა სჭირდება „რემდესივირის“ გამოყენებას. ამდენად, დაახლოებით ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „რემდესივირის“ მოხმარება დავიწყეთ, 29 პაციენტია და ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, რამდენად უკავშირდება ეს „რემდესივირის“ ეფექტს, ამისი თქმა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია. ეს არის ჩვენი მხოლოდ ობსერვაციული დაკვირვების შედეგები, მაგრამ „რემდესივირის“ გამოყენება გრძელდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა