22 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა. როგორც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში განაცხადეს, კლინიკაში ახალგაზრდა ქალი 12 დეკემბერს მოათავსეს, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.
როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, ბოლო დღეებში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„კლინიკაში 12 დეკემბერს შემოვიდა. უკვე ჰქონდა ფილტვის დაზიანების მაღალი ინდექსი. რამდენიმე დღეში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და 26 დეკემბერს გადაიყვანეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ექიმებს მუდმივად ჰქონდათ კონსულტაციები წამყვან მედიკოსებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ფარგლებს გარეთ. სამწუხაროდ, დღეს, 12:00 საათზე გარდაიცვალა", - აცხადებენ კლინიკაში.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან