"საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გაიხსნას" - ბუწაშვილი
ტრანსპორტი შეიძლება სულ მუშაობდეს, თუ მკაცრად უნდა იყოს გათვალისწინებული რეგულაციები, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების უმეტესობას პირბადეები ფორმალურად უკეთია და ამის კონტროლი უნდა გამკაცრდეს, რისთვისაც თითოეულ ავტობუსში ერთი კონტროლიორია საჭირო.
"ტრანსპორტი უნდა გაიხსნას. ტრანსპორტი შეიძლება სულ მუშაობდეს, თუ მკაცრად უნდა იყოს გათვალისწინებული რეგულაციები. დაემატოს ისეთი ავტობუსები, სადაც დიდი სივრცეა და შესაძლებელია დისტანციის დაცვა. თითო ავტობუსს ჰყავდეს თითო კონტროლიორი, რომელიც გააკონტროლებს დისტანციას და ნაკადებს, რომ ბევრი მგზავრი არ მოხვდეს ავტობუსში. ვხედავთ, რომ ტრანსპორტში, ხშირად, ფორმალურად უკეთიათ პირბადე, თუ არსებობს კონტროლიორი, რომელიც გადახდის საკითხს არეგულირებს, შეიძლება არსებობდეს კონტროლიორი, რომელიც ამას დაარეგულირებს", - განაცხადა ბუწაშვილმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან