ამ გვერდის ამობედვა

როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში 9 მარტის დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  6 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 464 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 887 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 139 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  273 137-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.63%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 129 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  267 015-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 601 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 24, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 10, გურია - 7სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 3მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  697, აჭარაში - 152, იმერეთში - 266ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში - 115, აჭარაში - 27, იმერეთში - 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში- 4, იმერეთში - 10. 114 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 91 - თბილისში, 12 - აჭარაში, 4 - იმერეთში. 998 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს  საცხოვრებელ ბინაზე გადის.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 145, ხოლო აჭარაში - 17.

 

სულ  6 ოქტომბრიდან - მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 568 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშიიმყოფება5 438 ადამიანიმათ შორის თბილისში - 2 417 პირიაჭარაში - 453იმერეთში - 679.

წაკითხვა 484 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 09 2021