საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა
გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პაციენტი ვირუსით დაახლოებით სამი თვის შემდეგ რეინფიცირდა.
გამყრელიძის თქმით, ვირუსი ორივეჯერ მსუბუქად მიმდინარეობს.
„ერთი შემთხვევაა დადასტურებული რეინფიცირების, სამთვიანი შუალედით. იქ სხვადასვა შტამი არ არის, ერთი და იგივე შტამის მუტანტია. რეინფიცირება მოხდა 2,5 – 3 თვის შემდეგ. ორივე შემთხვევაში არის მსუბუქი მიმდინარეობა. რაც შეეხება ასაკს, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ხანდაზმული არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან