ვაქცინაცია სავალდებულო ხდება?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება.
როგორც ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრფინგზე განმარტა, ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ნებაყოფლობითია და ასეთად დარჩება.
„ვაქცინაცია სავალდებულო არსად ყოფილა. ზოგადად, ვალდებულებას ადგენს კანონი. მაგალითად, ჩვენთან სავალდებულოა, რომ მედიცინის ყველა მუშაკი, მათ შორის ისინი, ვინც აგრესიულ დისციპლინებში მუშაობენ, B ჰეპატიტზე უნდა აიცრნენ. ასევე, გარკვეული ვალდებულებაა წითელასთან მიმართებით, რადგან მსოფლიო მიდის წითელას ელიმინაციისკენ. ვაქცინაცია ყველგან არის ნებაყოფლობითი, არავინ არავის აძალებს. არის ხოლმე გამონაკლისი დიდი ეპიდემიების დროს, როცა ქვეყანამ ლოკალურად შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად“, - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა