როდის შემოვა ჩინური ვაქცინა საქართველოში - თამარ გაბუნიას განმარტება
Sinopharm-ის ქვეყანაში შემოტანა უკვე აპრილში იქნება შესაძლებელი. ევროპის არაერთი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი და სერბეთი წარმატებით იყენებს. მილიონობით ადამიანია აცრილი ამ ვაქცინით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინები ავტორიზაციას, სავარაუდოდ, მალე მიიღებს.
„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც AstraZeneca-სა და Pfizer-ის დამატებითი დოზების მობილიზებაზე, ასევე Sinovac-ისა და Sinopharm-ის დოზებზე. ველოდებით ჯანმო-ს ავტორიზაციას, დღესაც არის ჩანიშნული ამასთან დაკავშირებით შეხვედრა. ეს ორი ვაქცინა ძალიან დაწინაურებულია იმისთვის, რომ ავტორიზაცია მიიღოს. ასევე COVAX-პლატფორმაზე უკვე გამოჩნდა Novavax-ი და შესაძლებელია, რომ მისი მოწოდება მეორე კვარტლის ბოლოდან დაიწყოს. რაც შეეხება Johnson & Johnson-ს, ის COVAX-პლატფორმაზე მესამე კვარტლიდან იქნება. Sinopharm-ის ქვეყანაში შემოტანა უკვე აპრილში იქნება შესაძლებელი. ევროპის არაერთი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი და სერბეთი წარმატებით იყენებენ, მილიონობით ადამიანია აცრილი ამ ვაქცინით. Sinovac-ს იყენებენ ჩვენი მეზობლები, მაგრამ მკაცრ მარეგულირებლებს მისთვის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ გაუციათ. კარგია, რომ ჯანმოდან დამაიმედებელი ინფორმაციაა ამ მიმართულებით“, - განაცხადა გაბუნიამ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა