უსაფრთხოა თუ არა ვაქცინა სეზონური ალერგიის მქონე ადამიანებისთვის - განმარტება
უსაფრთხოა თუ არა სეზონური ალერგიის მქონე ადამიანებისთვის კორონავირუსის ვაქცინა - ამ კითხვაზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ ვაქცინას ასეთი ტიპის ალერგიის მქონე ადამიანებში უკუჩვენება არ გააჩნია.
,,არავითარი უკუჩვენება სეზონურ ალერგიას, ან არასეზონურ რინიტს და თვალის ლორწოვანის ალერგიულ ანთებას ვაქცინაციასთან არ გააჩნია და მათ შორის, არც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან. თუ მათ ეს სიმპტომები ახლა გამოხატული აქვთ, მივიდნენ ექიმთან, გაიარონ კონსულტაცია და მკურნალობის ფონზე მოხდება მათი ვაქცინირება. აქ რაიმე გადაუჭრელი დილემა არ არსებობს," - განაცხადა ბიძინა კულიმბეგოვმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან