"ქვეყანა ეპიდაფეთქების ზღვარზეა" - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველო მორიგი ეპიდაფეთქების ზღვარზეა.
მისი თქმით, აუცილებელია მოსახლეობა რეგულაციებს დაემორჩილოს.
"ქვეყანა კორონავირუსის კიდევ ერთი ეპიდაფეთქების ზღვარზეა. მართალია, ჯერჯერობით ზრდის ნახტომი დიდი არ არის, მაგრამ ქვეყანაში ინფიცირების პროგრესირებადი ზრდააა. მოსახლეობაში დამყოლობა უნდა იყოს: პირველ რიგში, ყველგან და ყველას მიერ პირბადის უნივერსალურ ტარებაზე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენური ნორმები," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი