,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა პატრიარქის მოსაყდრე შიოს მხარდაჭერას უცხადებს.
მიტროპოლიტმა საპატრიარქო კანდიდატის შესახებ დღეს, ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას ისაუბრა.
„პატრიარქმა დაწერა ბრძანება, რომელიც მეორე დღეს, გიორგობის დღესასწაულზე წაიკითხა ქაშუეთის ტაძარში და მან ამ ტაძარში მეუფე შიო გამოაცხადა ტახტის მოსაყდრედ. ეს ყველაფერი ხდება 9 წლის წინ, 2017 წელს.
მეტი რა უნდა თქვას და გააკეთოს პატრიარქმა, რომ ჩვენ მივხვდეთ, რა იყო მისი სურვილი, მისი ნება და რა არის საერთოდ ნება ღვთისა.
,,ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, რატომ აირჩია პატრიარქმა მეუფე შიო, ძალიან ბევრი კრიტერიუმების გამო და ასე ვფიქრობ, რომ ის შედარებას აკეთებდა თავის ცხოვრებასთან, თავის განვლილ დროსთან.
ჯერ ერთი, კი არავის არ ვერჩი, ღმერთმა დამიფაროს, ჩემთვის ყველა ძვირფასია და ყველასთან ჩემი ურთიერთობები მაკავშირებს, მაგრამ პატრიარქს ჰქონდა ეს ხასიათი, ეს… აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია და სასიამოვნოა, მისი ყურება, მასთან ურთიერთობა, მისი ქადაგება, მისი სიტყვა, მისი განათლება, მისი სულიერება"- აცხადებს მიტროპოლიტი საბა.
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/templates/ot_vozzmag/html/com_k2/templates/blog2/item.php on line 270
Latest from ლილე
- ,,კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო"- თენგიზ შარმანაშვილი
- დღეს ვლაქერნობა აღინიშნება
- 15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები"- კახა კალაძე
- ,,სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არავისთან მიმართებაში"- ზურაბ ჯაფარიძე
