5 დაავადება, რომლის შემთხვევაშიც ვაქცინაცია აუცილებელია - კულუმბეგოვის განცხადება
დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ნევროლოგიური, სასუნთქი გზების თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია აუცილებელია, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც კულუმბეგოვი განმარტავს, კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში აღნიშნულ პაციენტებში გართულებისა და სიკვდიალონობის რისკი მაღალია.
„ვაქცინაციის ძირითადი დანიშნულებაა, რომ ავადობა შემცირდეს, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა შემცირდეს და სიკვდილობა შემცირდეს. ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ რისკის შემცველი დაავადებები, კოვიდის შემთხვევაში სიკვდილიანობა არის ასმაგად უფრო დიდი, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში. მათი აცრა შეიძლება კი არა, აუცილებელია. დიაბეტი - პირველი და მეორე ტიპი, ასევე არტერიული ჰიპერტენზია, ნევროლოგიური, სასუნთქი გზების თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არის პირდაპირი ჩვენება ვაქცინაციის გამოყენების. ანტიკოაგულანტების გამოყენება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.
ერთადერთი არის ის, რომ ინექციის ადგილას შესაძლებელია გაჩნდეს სისხლჩაქცევის ელემენტი მხოლოდ, თუ ანტიკოაგულანტზეა ადამიანი“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი