"საქართველოში "სინოფარმით" ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება" - ამირან გამყრელიძე
საქართველოში "სინოფარმის" ვაქცინით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით ვაქცინაციის პროცესი გააქტიურებულია და ზრდის დინამიკა შეიმჩნევა.
"დღეს არის საშუალება 55 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრისა "ასტრაზენეკათი" და მოწოდებები უნდა იყოს სულ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაეწეროს და აიცრას. მეორე, ასევე გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური "სინოფარმით" აცრები. დაიწყება 4 მაისიდან, რომელიც ქვეყანაში არის დასაწყობებული 100 000 დოზის რაოდენობით" - აღნიშნა გამყრელიძემ.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი