ეს ძალიან საშიში სტატისტიკაა - ბიძინა კულუმბეგოვი
"არსებული მონაცემებით საქართველოში >55 წელი 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს , მათ შორის აცრა მხოლოდ 2.5 %- მა გაიკეთა", - სტატისტიკურ მონაცემებს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.
მისი თქმით ქვეყანაში ამ დრომდე შემოვიდა 57 ათასი ადამიანისთვის საკმარისი ვაქცინა. ხოლო დღევანდელი მონაცემებით აცრილია 28 ათასამდე პირი / გამოუყენებლია 29 ათასი ვაქცინის დოზა. ასტრაზენეკა/ოქსფორდის ვაქცინა ნებადართულია 55 წლის ასაკის ზემოთ საქართველოს მოსახლეობისთვის.
"ეს კი ძალიან საშიში სტატისტიკაა!
> 55-75 წლის ასაკში კოვიდ-19-ით სიკვდილობის რისკი 1300 ჯერ მეტია 17 წლამდე ასაკის პოპულაციასთან შედარებით, >75 წლიდან კი 3200 ჯერ იზრდება, ხოლო >85 წლიდან 8700 ჯერ.
ჩავიტაროთ ვაქცინაცია და გადავარჩინოთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების სოცოცხლე", - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან