სახლში თუ სამსახურში, ერთი ფანჯარა ყოველთვის გქონდეთ ღია - ბიძინა კულუმბეგოვი
მინდა, ყველას ვთხოვო, რომ სახლში იქნება თუ სამსახურში, დღის განმავლობაში ერთი ფანჯარა სულ იყოს გაღებული, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ცირკულაციის და ბუნებრივი ვენტილიაციის საშუალებები გავაჩინოთ. გარეთ რაც მეტ დროს გავატარებთ, ვირუსს ასეთი მასშტაბის გავრცელება არ ექნება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო ან ქირურგიული პირბადე ვატაროთ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ნაჭრის პირბადეს ვატარებთ, ის უნდა იყოს სამშრიანი და ყოველ დღე 60 გრადუსზე გაირეცხოს.
„ვერ წარმომიდგენია, ამ მესამე ტალღის გადავლა სრულად მოხერხდეს გარკვეული ტიპის შეზღუდვების შემოღების გარეშე. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ ვისურვებდი, მოსახლეობაც დაეხმაროს საკუთარ თავს პირბადის ტარებით. 95% არის სინგაპურის მაჩვენებელი, სადაც ამ ორგანიზებულობის გამო პანდემია პრაქტიკულად, ყოველგვარი ტალღების გარეშე იმართება. ამიტომ, ყველას ვთხოვ, ვატაროთ პირბადე. 60 წლის ზემოთ ადამიანებმა უნდა ატარონ სამედიცინო, ან ქირურგიული პირბადე და ნებისმიერ ასაკში, როდესაც ერთი ქრონიკული დაავადება მაინც გვაქვს. თუ ამდენი სამედიცინო პირბადის შეძენის შესაძლებლობა არ გვაქვს, თუ ადამიანი ჯანმრთელია და 60 წლის ქვემოთ ასაკისაა, სახლში ნაჭრის სამშრიანი პირბადის დამზადებაც შეიძლება, რომელიც დღეში ერთხელ, 60 გრადუსზე უნდა გაირეცხოს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი