რომელი ვაქცინა ფარავს COVID-19-ის ინდურ შტამს - იმნაძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სამეცნიერო ინსტიტუტის ინფორმაციით, ორი ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება კორონავირუსის ინდურ შტამს ფარავს.
იმნაძის განცხადებით, ეს ვაქცინებია "სინოფარმის" ტიპის, ანუ ინექტივირებული ვაქცინა და ინდოეთში წარმოებული "ასტრაზენეკას" ვაქცინა, რომელსაც "კოვშილდი" ჰქვია.
"ჯერ კონკრეტული კვლევები ვერ იქნება, რადგან ახალი შტამია, მაგრამ გუშინ გამოქვეყნდა ჩვენი ინდოელი კოლეგების ძალიან საყურადღებო ინფორმაცია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის სამეცნიერო ინსტიტუტი ინდოეთში, რომლის ინფორმაციითაც, ინდოეთში გამოიყენება ორი ვაქცინა, ერთი არის "სინოფარმის" ტიპის, ანუ ინექტივირებული ვაქცინა, მეორე კი არის "ასტრაზენეკას" ვაქცინა, რომელიც ინდოეთში იწარმოება, მას "კოვშილდი" ჰქვია, ამ ორივე ვაქცინას აქვს უნარი, დაიცვას ადამიანი ინდური შტამებისგან", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან