გთხოვთ, ნუ აყვებით ამ ხალხს, ეს ყველაფერი ბლეფია - ფხაკაძე მოქალაქეებს აფრთხილებს
გთხოვთ, ნუ აყვებით ამ უაზრო რეკლამებს ვიტამინების, სუპლიმენტების, საკვები დანამატების მიღების შესახებ, ეს ყველაფერი არის ბლეფი - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
ამასთან, ფხაკაძის განმარტებით, საჭირო არ არის ვაქცინაციამდე რაიმე სახის სამედიცინო კვლევების ჩატარება.
"იარეთ სუფთა ჰაერზე, იარეთ იქ, სადაც არ არის ბევრი ხალხი ან საერთოდაც არავინ არ არის.
დეპრესიის წინააღმდეგ ყველაზე კარგი წამალი არის სუფთა ჰაერი და სიმშვიდის ძიება. ღმერთმა საქართველოს საოცარი ბუნება უბოძა, ბევრი ტყე, მდინარე, ტბები. ბუნება გვაქვს სასწაული - გადით ბუნებაში, ეკონტაქტეთ ბუნებას, ეს თქვენ დაგეხმარებათ, აიწიოთ იმუნიტეტი და გაიუმჯობესოთ მენტალური ჯანმრთელობა. ბუნება საუკეთესო წამალია;
და ბოლოს, ძალიან გთხოვთ, ნუ აყვებით ამ უაზრო რეკლამებს ვიტამინების, სუპლიმენტების, საკვები დანამატების მიღების შესახებ - ეს ყველაფერი არის ბლეფი.
ასევე პრე და პოსტ ვაქცინაციის ტესტებისა და გამოკვლევების გაკეთებას რომ გთავაზობენ, იმ ხალხს ნუ დაუჯერებთ. ეს საჭირო არ არის. სამედიცინო სფეროში ზოგიერთები ძალიან უსინდისოდ აკეთებენ ფულს. ტესტები არის საჭირო მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მკაცრ სამედიცინო ჩვენებაზე დაყრდნობით. ექიმის დანიშნულების გარეშე არანაირი გამოკვლევები არ გაიკეთოთ.
შეიძინეთ იაფიანი სამედიცინო პირბადეები აფთიაქებში, მიირთვით ხილი და ბოსტნეული, იარეთ სუფთა ჰაერზე , ეს არის საუკეთესო წამალი დეპრესიის წინააღმდეგ და იმუნიტეტის ასაწევად. დაეხმარეთ თქვენს იმუნიტეტს. გთხოვთ, ეს ძალიან საჭიროა.
შეეცადეთ, გააკეთოთ დღეში ერთი სიკეთე მაინც. არ არსებობს პატარა და დიდი სიკეთე. გააკეთეთ სიკეთე. ამას თქვენ სხვას კი არა, საკუთარ თავს უკეთებთ....რაც უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებთ, სამყაროსგან იმდენივე სიკეთე დაგიბრუნდებათ...“ - აცხადებს ფხაკაძე.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი