ეს პანდემიის 100-პროცენტიანი დასასრულია - რა სიახლეზე საუბრობს თენგიზ ცერვაძე
ვაქცინას პლიუს მედიკამენტი, ეს არის პანდემიის 100 პროცენტიანი დასასრული, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიას მხოლოდ ვაქცინა ვერ დაამარცხებს და საჭიროა ანტივირუსული პრეპარატის შექმნა. ცერცვაძე რამდენიმე პერსპექტიული პრეპარატის შესახებ საუბრობს.
"Pfizer-ის აღმსრულებელმა დირექტორმა პირდაპირ განაცხადა, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება ორი ფორმა მედიკამენტის, ინტრავენური, ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის და აბები, სახლში დარჩენილი პაციენტებისთვისო. ეს ძალიან თამამი განცხადება იყო, რადგან სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევებს რომ ჩავეძიეთ, ჯერჯერობით ეს მედიკამენტი მხოლოდ პირველ ფაზას გადის. თუ წლის ბოლომდე მართლა მოახერხებს სამივე ფაზის გატარებას, ყოჩაღ მათ, თუმცა მე ცოტა ეჭვი მეპარება.
არსებობს მედიკამენტები, რომლებიც უფრო წინ არიან კვლევაში, ვიდრე ეს Pfizer-ის მიერ გამოცხადებული მედიკამენტი. მათგან ყველაზე იმედის მომცემია ატლანტაში შექმილი მედიკამენტი, რომელიც უკვე მესამე ფაზას გადის. ის არის აბების სახით და ატყუებს ვირუსს. თვითონ ჩაჯდება ვირუსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის მაგივრად, თუმცა თვითონ ის სიცოცხლის უუნაროა. შესაბამისად, ვირუსი კვდება. თუ აღნიშნულმა პრეპარატმა გაამართლა, მაშინ ჩვენ მივიღებთ არა მარტო ეფექტიან ვაქცინას, არამედ მედიკამენტსაც და ეს ორი კომბინაცია აუცილებელია პანდემიის მოსასპობად. მარტო ვაქცინა პანდემიას ვერ მოსპობს. ყველა არ აიცრება, ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ვაქცინა, ვერ უზრუნველყოფს საიმედო იმუნიტეტს. ახალი შტამები ჩნდება და ყველას მიმართ ვაქცინა შესაძლოა არ იყოს ეფექტური, მართალია მოხდება მისი რეფორმულირება, მაგრამ ეს მუდმივი პროცესია და იმის მიხედვით უნდა მოხდეს ვაქცინის ცვლილება, როგორიც შტამები გაჩნდება. მედიკამენტი კი ყველა შტამზე მოქმედებს, ის ქიმიური აგენტია. რასაც ვერ მისწვდება ვაქცინა, იმას გაანადგურებს მედიკამენტი, ორივე საჭიროა. ვაქცინას პლუს მედიკამენტი, ეს არის პანდემიის 100 პროცენტიანი დასასრული" - ამბობს ცერცვაძე.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი