რა რეკომენდაცია აქვს ამირან გამყრელიძეს ორჯერ აცრილი ადამიანებისთვის
საქართველოს მთავრობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად იმ შეღავათებზე მსჯელობს, რომლითაც, შესაძლოა, ვაქცინირებულმა ადამიანებმა ისარგებლონ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მისი რეკომენდაციაა, ორჯერ აცრილი ადამიანებისთვის "კომენდანტის საათი" მოიხსნას.
ამირან გამყრელიძე აღნიშნული შეზღუდვის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე "კომენდანტის საათის" სრულად მოხსნა არ იგეგმება.
"კომენდანტის საათს" აქვს ის შედეგი, რომ 2000-ის და 1500-ს ნაცვლად, არ გვაქვს ინფიცირების 3000 შემთხვევა. ერთ-ერთი მთავარი პანდემიასთან ბრძოლაში არის მობილობის დაგდება და შემცირება, "კომენდანტის საათი" სერიოზულად აგდებს მობილობას.
ახლა სანამ პიკში ვართ და ეს არ წამოვა ქვემოთ, საუბარი მოხსნაზე არ არის. ჩვენ ჯერჯერობით სხვა მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებზე ვერ მივდივართ, მთელი რიგი მიზეზების გამო. ჩემი რეკომენდაციაა, რომ ვისაც ექნება ორჯერადი აცრა, მისთვის "კომენდანტის საათი" შემსუბუქდეს ან მოიხსნას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან