"მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს" - პაატა იმნაძე "ინდურ შტამზე"
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსის "ინდურ შტამთან" დაკავშირებით, მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს.
"მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს "ინდურ შტამზე". ზუსტად იგივეა, როგორც დღეს ჩვენში გავრცელებული ე.წ. ბრიტანული შტამის და მანამდე არსებული, კლასიკური, ვუჰანის შტამის.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის ავტორიზებული, მუშაობს ამ შტამების წინააღმდეგ. ერთადერთი "ინდურ შტამს", ისევე როგორც ბრიტანულს ახასიათებს, რომ ის უფრო ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს,"- განაცხადა "რუსთავი 2-ის" ეთერში პაატა იმნაძემ.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით