ტრაგიკულია, რომ ვაქცინის ნაციონალიზმი უკან გვხევს - ჯანმო-ს ხელმძღვანელი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ამ დროისთვის აფრიკისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 25 მილიონი დოზაა გადაცემული, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მსოფლიო მასშტაბით ადმინისტრირებული დოზების 1.5%. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს.
”ეს ტრაგიკულია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ წინსვლას... თუმცა ვაქცინის ნაციონალიზმი უკან გვხევს", - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა აფრიკის კავშირის მშვიდობისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანმო ვაქცინის დოზების სამართლიანი განაწილებისთვის ბრძოლას განაგრძობს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან