საქართველოში სამხრეთაფრიკული შტამი დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი დუბაიში მოგზაურობის ისტორიის მქონე საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.
„გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ერთი შემთხვევა დადასტურდა ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამისა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია გასცა, რომ არ იყოს დიკრიმინაცია, ნუღარ ვახსენებთ სიტყვებს სამხრეთ აფრიკული, ინდური, ბრიტანული და ა.შ. და მათი შემოკლებული აბრევიატურებით ვისარგებლოთ. ამ შემთხვევაში საუბარია B1351 შტამზე, რომელიც საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა, დუბაიში მოგზაურობის ისტორიით. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე სრულად განკურნებულია, არაფერი პრობლემა არ აქვს. მისი იზოლირება დროულად მოხდა”, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი საზიანოა როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის და მეტი წიმწვავით მიმდინარეობს.
სიახლეები
- NATO პოლონეთში რუსული დრონების შეჭრას ალიანსზე თავდასხმად არ მიიჩნევს
- რა გზებით შეგიძლიათ, ამომრჩეველთა ერთიან სიაში თქვენი მონაცემები გადაამოწმოთ – ცესკო-ს პრესსპიკერის განმარტება
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფინეთს დღეს მეოთხედფინალში შეხვდება
- “ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩევლებს, ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან – რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება და აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის” - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- iPhone 17 გამოვიდა