საქართველო ერთ-ერთ პირველია, ვინც აშშ-სგან ვაქცინებს მიიღებს
რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორობაზე დაფუძნებით საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, სოციალურ ქსელში წერს.
საელჩოს თქმით, შეერთებული შტატები მოწადინებულია, დაეხმაროს პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცესს.
„ამ კვირაში პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუზიარებს, იმიტომ, რომ არცერთი ჩვენგანი არაა დაცული, სანამ ყველანი არ ვიქნებით დაცული.
რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორობაზე დაფუძნებით საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს.
ასევე, შეერთებული შტატები მოწადინებულია, დაეხმაროს პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცესს. დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი შეხვდა ორგანიზაციებს, რომლებიც USAID/Georgia-ს მიერ მხარდაჭერილ ანალიტიკურ საკონსულტაციო ჯგუფში მონაწილეობენ. მათ განიხილეს, როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს ძლიერი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის გაგრძელება, რაც დასაქმებულებს, მათ ოჯახებსა და საზოგადოებას სარგებელს მოუტანს“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- ხობში ავტოავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
- კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ღირსების ორდენზე უარი თქვა
- ,,შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები მის მიერ დაანონსებულ 50-დღიანი ვადაზე ადრე დავუწესოთ" - დონალდ ტრამპი
- უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა
- მასკმა 2022 წელს უკრაინის შეტევის დროს Starlink-ის გათიშვის ბრძანება გასცა