ეს იქნება უზარმაზარი წარუმატებლობა - რა რისკებზე საუბრობს ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინების შემოსვლის შემდეგ მოსახლეობამ აცრის სურვილი არ გამოთქვას.
"ის სამი ინტენსიური თვე, როდესაც ჩვენ ქვეყანაში გვექნება ვაქცინების საკმარისი არჩევანი, ისინი როგორც სხვადასხვა ვაქცინის, ასევე რაოდენობის თვალსაზრისით, უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული. და თუ ჩვენ დავკარგეთ ეს პერიოდი, როდესაც ქვეყანაში ვაქცინები არის მაგრამ არ იცრება მოსახლეობა, ეს იქნება მართლაც უზარმაზარი წარუმატებლობა. ამ კუთხით ოპტიმიზმით ვარ ვარ გამსჭვალული და არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს ვაქცინები და აცრის მსურველი არ იყო.
ეს რეალობა უნდა გავითვალისწინოთ, ნუ დავხუჭავთ თვალებს და ნუ ჩავთვლით, რომ მთელი საქართველო საათს უყურებს და ელოდება თუ როდის შემოვა ქვეყანაში მილიონობით დოზა Pfizer-ისა და Novavax-ის ვაქცინა. ექიმებში და ექთნებშიც არიან ისეთები, ვინც ვაქცინის გაკეთებას არ აპირებენ," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან