როგორ აფასებს ცერცვაძე გახარიას საქმიანობას
თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ პროცესებს ძალიან კარგად მართავდა.
ცერცვაძის თქმით, ადრე ასე ფიქრობდა და აზრი არ შეუცვლია.
"რაც შეეხება "დარტანიანს", მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ გახარია კოვიდს მართავდა ძალიან კარგად და ეს არა რის მხოლოდ ჩემი აზრი, ეს არის მთელი მსოფლიოს აზრი, მათ შორის ბატონი ჰანს კლიუგეს აზრი, რომელიც ყველაზე დეტალურად ჩაწვდა ყველაფერს. პირველი კაცი ევროპაში ჯანდაცვის საკითხებში, თან ინფექციონისტი. მან თქვა "მართლაც რომ ბრავო, კარგად მუშაობთ და ასე უნდა გააგრძელოთ". პირველი პირი, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მუშაობას სიტყვა ბრავოთი შეაფასებს, მე ასეთი სხვა შემთხვევა არ მახსენდება" - ამბობს ცერცვაძე.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან