ბოლო ორი დღეა ბავშვებისთვის პედიატრიული საწოლების დამატება გვიწევს - გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში უკვე "დელტა" შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული 72 შემთხვევაა.
მისი თქმით, მნიშვნელოვნად იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში.
ამიტომ მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში გამოსავალია არააუცილებელი გასართობი ღონისძიებების შეზღუდვა, რაზეც გასულ კვირას საკოორდინაციო საბჭომ უკვე იმსჯელა.
„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში შესაბამის დადგენილებებში იქნება ასახული. მაგალითად, საზაფხულო ბანაკებზე იყო ძირითადი აქცენტი, რადგან ბავშვთა ასაკის მოსახლეობაში განსაკუთრებით იმატა შემთხვევებმა და ბოლო ორი დღეა ჩვენ პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება გვიწევს, რაც კორონავირუსით ინფიცირების სხვა ტალღების შემთხვევაში საჭირო არ ყოფილა“, - დასძინა გაბუნიამ.
სიახლეები
- თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
- გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
- "რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე" - გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე
- კარბონარა
- იმერეთსა და სხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა