COVID-19-ის ანტისხეულები ერთ წლამდე ნარჩუნდება - ფინელი მედიკოსები
კორონავირუსით ინფიცირებულთა უმეტესობის არგანიზმში ინფექციის ანტისხეულები ერთი წლის შემდეგაც ჩნდება.
ამის შესახებ კვლევას ფინეთის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.
სპეციალისტებმა გამოიკვლიეს ანტისხეულების მდგრადობა, რომლებიც COVID-პაციენტებმა ინფიცირებიდან 6 თვის, ასევე ერთი წლის შემდეგ გამოიმუშავეს.
აღმოჩნდა, რომ 97% IgG ანტისხეულები ერთი წლის შემდეგ აღმოაჩნდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეულები ექსპერიმენტის მონაწილეთა უმეტესობას ჰქონდა, ერთი წლის შემდეგ მათი რაოდენობა სამჯერ ნაკლები იყო, ვიდრე 6 თვის შემდეგ.
”კორონავირუსის დაავადების შემდეგ ანტისხეულების დონის შესწავლა გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ასევე დაგვეხმარება ვაქცინის მოქმედების დაცვისა და ხანგრძლივობის შეფასებაში", - აღნიშნულია კვლევაში.
კვლევაში მონაწილეობა 1292 ადამიანმა მიიღო, რომლებსაც კორონავირუსი 2020 წლის გაზაფხულზე დაუდასტურდა.
ამასთან, ანტისხეულების რაოდენობა გაცილებით მეტი ჰქონდათ პაციენტებს, ვინც დაავადება მძიმე ფორმით გადაიტანა.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით