რა ინტერვალია Pfizer-ის დოზებს შორის ყველაზე ეფექტური
ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ Pfizer-BioNTech-ის პირველ და მეორე დოზას შორის უფრო დიდი ინტერვალი ორგანიზმის იმუნურ სისტემას აიძულებს, კორონავირუსის მეტი ანტისხეული გამოიმუშავოს. ინფორმაციას ВВС ავრცელებს.
ექსპერტების აზრით, დოზებს შორის 8-კვირიანი ინტერვალი, შესაძლოა, "დელტა" შტამის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო ვარიანტი იყოს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ჯანდაცვის სისტემის 503 ვაქცინირებული ადამიანის იმუნური პასუხი შეისწავლეს და დაასკვნეს:
- Pfizer-ის ვაქცინების დოზირების როგორც მოკლე, ისე გრძელი ინტერვალები, ჯამში, ძლიერი იმუნური რეაქციას იწვევს;
- სამკვირიანი ინტერვალით ნაკლები ანტისხეულები წარმოიქმნება, ვიდრე 10-კვირიანი ინტერვალით;
- იმ დროს, როდესაც პირველი დოზის შემდეგ ანტისხეულების დონე დაეცა, T-უჯრედების - სხვა ტიპის იმუნური უჯრედების დონე - მაღალი დარჩა;
- ვაქცინაციის ხანგრძლივ ინტერვალს საერთო ჯამში ნაკლები T უჯრედები მოჰყვა, თუმცა დამხმარე T-უჯრედების უფრო მეტი წილი დაფიქსირდა, რაც მკვლევარების აზრით, იმუნურ მეხსიერებას ინარჩუნებს.
მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევა პრეპრინტ დოკუმენტში გამოქვეყნდა, მას ექსპერტების დასკვნა ჯერ არ აქვს.
სიახლეები
- “არქიმანდრიტ ილიას ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს” – ილია მეორე
- “მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია” - პაატა იმნაძე
- ,,თავად რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო პატრულს?! მნიშვნელოვანი კითხვაა და ლეგიტიმური” – თაკო ჩარკვიანი
- “ჭრილობა არის მძიმე ხარისხის, მას შეეძლო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის დაყენება” - ლევან რატიანი დაჭრილ სპეცრაზმელზე
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა