"მომდევნო კვირა იქნება გადამწყვეტი" - საქართველო რა სცენარისთვის ემზადება
კოვიდსიტუაციის მხრივ ეს კვირა იქნება გადამწყვეტი - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.
მისი თქმით, სხვადასვა საერთაშორისო ინსტიტუტის გამოთვლებით არსებობს მოვლენათა განვითარების ორი სცენარი: პირველი სცენარის მიხედვით, ქვეყანა ახლა იმყოფება პიკის პერიოდში და მომდევნო დღეებში უნდა ველოდოთ კოვიდმაჩვენებლის დაღმასვლას, მეორე ვერსიით კი სწორედ ახლა იწყება აღმავალი პერიოდი.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის უწყება ყურადღებით აკვირდება და მართავს სიტუაციას, რის შესაბამისადაც მიღებული იქნება შემდგომი გადაწყვეტილებები.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან