ეკატერინე ტიკარაძე საველე ჰოსპიტლების საჭიროებას არ გამორიცხავს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების გახსნა და მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნა გახდეს საჭირო.
„არ გამოვრციხავ, რომ მსგავსი ღონისძიებები საჭირო გახდეს,“- ასე უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას ქვეყნის საველე ბრძოლაზე გადასვლის შესახებ.
რაც შეეხება პედიატრიული საწოლების მობილიზების საკითხს, ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში პედიატრიული საწოლების დეფიციტი არ არის.
„მხოლოდ დღეს რესპუბლიკურ საავამყოფოში 50 პედიატრიული საწოლი დაემატა. არცერთი ბავშვი არ დარჩება ექიმის მომსახურების და კლინიკის გარეშე, რომელსაც ესაჭიროება ექიმის და კლინიკის დახმარება,“ - განაცხადა ტიკარაძემ
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან