სელფის მეშვეობით საშიში დაავადებების დიაგნოსტირება შესაძლებელი გახდა
ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც თვალის ქვედა ქუთუთოს სურათის მეშვეობით სისხლში ჰემოგლობინის დონეს განსაზღვრავს.
გამოცემა PLOS ONE-ის ცნობით, მობილურის აპლიკაციის გამოყენებით, სელფის საშუალებით, ექიმს შეუძლია ისეთი საშიში დაავადების დიაგნოსტირება, როგორიც ანემიაა.
სმარტფონის კამერის სურათიდან ანემიის დიაგნოსტირების სისტემა როდ-აილენდის ქალაქ პროვიდენსის, ბრაუნის უნივერსიტეტის მკვლევრებს ეკუთვნის.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის ქვედა ქუთუთოს შიდა ნაწილი, რომელსაც ქუთუთოს კონიუნქტივა ეწოდება, ანემიის დროს უფრო მკრთალი ხდება. მკვლევრებმა სმარტფონის მეშვეობით გადაღებული 142 პაციენტის თვალის ქუთუთოს სურათები გადაამოწმეს. მეცნიერებმა შეიმუშავეს თვალის კუთუთოს ფერის ამოცნობის ალგორითმი და პროგნოზირების მოდელი. შემდეგ, მეცნიერთა გუნდმა შეამოწმა გენერირებული ალგორითმი 202 ახალი პაციენტისგან შეგროვებულ ფოტოებზე, რომლებიც არ მონაწილეობდნენ თავდაპირველ კვლევაში.
მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მათი სმარტფონის აპლიკაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ანემიის შესამოწმებლად ტელემედიცინაში და იმ ადგილებში, სადაც არ არის ხელმისაწვდომი სისხლის ტესტირების ინფრასტრუქტურა.
სიახლეები
- თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
- გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
- "რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე" - გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე
- კარბონარა
- იმერეთსა და სხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა