მოსახლეობამ სახელმწიფოს უნდა დაუჯეროს - თენგიზ ცერცვაძე
ქვეყანაში 1 500-მდე კოვიდსაწოლი ჯერ ისევ თავისუფალია.
მოსახლეობა რეგულაციების დაცვას უნდა შეეჩვიოს და სახელმწიფოს უნდა დაუჯეროს. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი რაოდენობაა იმისთვისაც კი, რომ დღში 40 000-მდე ადამიანი აიცრას.
"პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველა ვაქცინა კარგია, ყველა ვაქცინა იცავს სასიკვდილო ფორმებისგან, მძიმე გართულებებისგან და რეანიმაციისგან, ხოლო დამართებისგან და ინფიცირებისგან საიმედოდ არცერთი ვაქცინა არ იცავს, მათ შორის "ფაიზერი".
ტემპი ჯერ კიდევ დაბალია. იმისთვის, რომ წლის ბოლოს გავიდეთ სამიზნე 65%-ზე მოსახლეობის ვაქცინაციის (ეს დაახლოებით ის პროცენტია, რაც აქვს ისრაელს), ამისთვის საჭიროა დღეში 20-25 ათასი ადამიანის აცრა.
ძალიან საყურადღებო ეპიდსიტუაციაა. ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია, 7 000 კოვიდსაწოლია მობილიზებული, დღეისათვის წევს 5 400. 1 500 საწოლი ჯერ კიდევ თავისუფალია.
ხშირად გვეკითხებიან, ვინ უნდა მართოს პანდემია, მოსახლეობამ თუ სახელმწიფომ?! რა თქმა უნდა, სახელმწიფომ, მაგრამ მოსახლეობამ უნდა დაუჯეროს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე