მოწევა ვაქცინირებულებში ანტისხეულების წარმოქმნას აფერხებს
დოკესა და ჯიჩის სამედიცინო უნივერსიტეტის იაპონელმა მეცნიერებმა კორონავირუსით ვაქცინირებულ პირებში ანტისხეულების წარმოქმნის ხელისშემშლელი ფაქტორები დაადგინეს.
შესაბამისი კვლევა სამედიცინო გამოცემა medRxiv-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ფარგლებში, ექსპერტებმა 378 ჯანდაცვის მუშაკის ანალიზები შეისწავლეს, რომელთა ვაქცინაციიდან სამი თვე იყო გასული. ექსპერიმენტებმა ყურადღება გაამახვილეს შემდეგ ფაქტორებზე: ვაქცინირებულის ასაკი, სამედიცინო ისტორია და მათი მავნე ჩვევები.
როგორც კვლევამ აჩვენა, ვაქცინაციის შემდეგ, ანტისხეულების განსაზღვრის გადამწყვეტი ფაქტორი ვაქცინირებულთა ასაკი და მოწევა გახდა.
ანტისხეულების კონცენტრაცია მწეველ მოხალისეთა სისხლში ნორმაზე 140-250 ერთეულით დაბალი აღმოჩნდა.
იმუნოლოგთა აზრით, მოწევის შეწყვეტას შეუძლია ვაქცინის ეფექტურობა გააუმჯობესოს.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით